Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.
კაფსულის და ტაბლეტის გამოსახულება
კაფსულის და ტაბლეტის გამოსახულება

მეზიმ® ფორტე ხელმისაწვდომია სამი გალენური ფორმით - აპკით დაფარული ტაბლეტები, ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები და ჟელატინის კაფსულები, რომელიც შეიცავს ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარულ მინიტაბლეტებს უკეთესი ეფექტის მისაღწევად.   

 

მცირე ზომის და გლუვი ზედაპირის წყალობით, ორივე ფორმა - აპკით დაფარული და ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები ადვილი გადასაყლაპია. არასდროს დაღეჭოთ ან გატეხოთ პანკრეატინის ტაბლეტები.  

 

ტერმინი „ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული“ ნიშნავს, რომ ტაბლეტი დაფარულია მჟავაგამძლე აპკით, რომელიც არ იხსნება კუჭში.  ამიტომ, პანკრეასის ფერმენტები უცვლელად ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც აქტიურდება.  

 

კაფსულაში მოთავსებულია  მჟავაგამძლე მინიტაბლეტები, რომლებიც საკვებს თანაბრად ერევა. ასეთი ფორმით ფერმენტების ეფექტიანობა უფრო მაღალია. ამის გამო, ექიმები უპირატესობას  მინი-ტაბლეტებს ანიჭებენ.  

მეზიმ® ფორტე 3500
მეზიმ® ფორტე 3500

აპკით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 3 500
ამილაზა** 4 200
პროტეაზა** 250

 

შეფუთვა:
20 ტაბლეტი

მეზიმ® ფორტე 10000
მეზიმ® ფორტე 10000

ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 10 000
ამილაზა* 7 500
პროტეაზა* 375

 

შეფუთვა:
20 ტაბლეტი

მეზიმ® ფორტე 25000
მეზიმ® ფორტე 25000

ჟელატინის კაფსულები

აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 25 000
ამილაზა** 22 500
პროტეაზა*** 1 250 

 

შეფუთვა:
20 კაფსულა

*საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცხიმებს 

**საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ნახშირწყლებს 

*** საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცილებს 

როგორ მოქმედებს მეზიმ® ფორტე ?

მეზიმ® ფორტეს შემადგენელი აქტიური  ნივთიერება - პანკრეატინი, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობას, რომლის საშუალებითაც იშლება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მცირე ნაწილაკებად. ამის შედეგად ორგანიზმი იღებს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.  

გამოსახულება კუჭი, პანკრეასი და ფერმენტები

1. ჯანმრთელი პანკრეასი 
პანკრეასში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები შლის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს მცირე ნაწილაკებად

2. საჭმლის მონელების პრობლემების მქონე პაციენტები
თუ პანკრეასში რამე დარღვევებია, ვითარდება ფერმენტების ნაკლებობა და ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ბოლომდე ვეღარ იშლება.

3. პაციენტები, რომლებიც მეზიმ® ფორტეს იღებენ 
მეზიმ ® ფორტე ჩაანაცვლებს ფერმენტებს და ორგანიზმს ეხმარება საკვების მონელებაში

მეზიმ ფორტე სურათი და ჭიქა წყალი

როგორ გამოვიყენოთ მეზიმ® ფორტე

 

დოზა უნდა შეესაბამებოდეს პანკრეასის უკმარისობის სიმძიმეს. დოზირების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ლიპაზას რეკომენდებული დოზა (საჭმლის მომნელებელი ფერმენტის როდენობა, რომელიც საჭიროა ცხიმის დასაშლელად) ერთ კვებაზე წარმოადგენს 20 000 – 40 000 ერთეულს, თუმცა საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს.  

 

დოზის გაზრდა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მიმართული უნდა იყოს სიმპტომების გაუმჯობესებისკენ (მაგ. სტეატორეა, კუჭის ტკივილი).  

 

ფერმენტის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 – 20 000 ერთეულ ლიპაზას კგ წონაზე.  

 

განსაკუთრებით, მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს ფერმენტის ისეთ დოზას, რომელიც აუცილებელია ცხიმის ადექვატური შეწოვისთვის, საკვების რაოდენობის და შემადგენლობის გათვალისწინებით.  

 

ბავშვებში მეზიმ® ფორტე გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.  

ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი 

 

 

 

საკვებში შემავალი ნივთიერებების უმეტესობა იყოფა სამ მთავარ ჯგუფად: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. 

სტეატორეა - ნაწლავში ცხიმის შეწოვის შემცირების გამო ცხიმიანი განავალი.