მეზიმ® ფორტე შეიცავს პანკრეატინს, საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, როგორიცაა ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა და გამოიყენება პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის დაქვეითებისა და საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის. მეზიმ® ფორტე ხელს უწყობს მიღებული საკვების დაშლასა და შეწოვას და გვეხმარება ჭამის შემდეგ სიმსუბუქის შეგრძნების დაბრუნებაში.

მეზიმ® ფორტეს ტაბლეტებს აქვს სპეციალური გასტრორეზისტენტული გარსი. ის იცავს ფერმენტებს დაშლისაგან კუჭის მჟავა გარემოს გავლისას. ამგვარად, ფერმენტები სწორედ იქ მუშაობს, სადაც საჭიროა მათი მოქმედება საჭმლის მონელების ნორმალური პროცესებისთვის – თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავებში.

მეზიმ® ფორტე არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მისი გამოყენება რეგულარულად შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მეზიმ® ფორტე აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.

მეზიმ® ფორტე არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მისი გამოყენება შესაძლებელია ულიმიტო დროის განმავლობაში . გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომების ხანგრძლივობით.

მონელების დარღვევის სიმპტომები შესაძლოა იყოს – ტკივილი, დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის სპაზმები, ცხიმიანი განავალი და ა.შ..

მეზიმ® ფორტეს გამოყენების ხანგრძლივობის განსასაზღვრავად გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.თუ დროზე ადრე შეწყვეტთ მეზიმ ®ფორტეს მიღებას, ან თუ გამოტოვებთ დოზებს, მონელების დარღვევასთან დაკავშირებულმა სიმპტომებმა შესაძლოა ისევ იჩინოს თავი.

თუ გამოტოვებთ დოზას, შემდეგ მიღებაზე ნუ გააორმაგებთ ტაბლეტებს გამოტოვებული დოზის შესავსებად, გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდაციის მიხედვით.

მეზიმ® ფორტეს პრაქტიკულად არ აქვს არანაირი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების თუ მექანიზმების მართვის უნარზე.

მეზიმ ®ფორტე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბავშვებში და თინეიჯერებში, თუმცა დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

არ უნდა მიიღოთ მეზიმ® ფორტე, თუ ხართ ალერგიული ამ მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, თუ გაწუხებთ პანკრეასის მწვავე ანთება და, ასევე, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს