საჭმლის მონელების პროცესი მოიცავს მიღებული საკვების-ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების – მექანიკურ და ქიმიურ დაშლას. დაღეჭვის შემდეგ საკვები პირიდან საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც, კუჭის წვენის გავლენით, გრძელდება მონელების პროცესი. კუჭიდან, საკვები ნაწილ-ნაწილ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში. პანკრეასის მიერ წარმოებული მომნელებელი ფერმენტები – ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა – ანაწევრებენ ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ცილებს მათ შემადგენელ ერთუჯრედიან კომპონენტებამდე ,როგორიცაა: მონოგლიცერიდები, მონოსაქარიდები და თავისუფალი ამინომჟავები და ა. შ.  ამ ნივთიერებების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში. შეწოვის შემდეგ ისინი გამოიყენება ახალი უჯრედების საშენ მასალად დაზიანებული უჯრედების,  ქსოვილების, ორგანოების და სისტემების აღსადგენად, და წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის ენერგიის ფუნდამენტურ წყაროს .

პანკრეასი მდებარეობს მუცლის უკანა კედლის გასწვრივ, არის ოვალური ფორმის, 12-15  სმ სიგრძის ორგანო. პანკრეასი შედგება ორი ტიპის უჯრედებისგან – ე.წ. „ლანგერჰანსის კუნძულებში“ თავმოყრილი ენდოკრინული უჯრედებისგან და მტევნისებრი შენების ეგზოკრინული უჯრედებისგან და აქვს ორი ფუნქცია – ენდოკრინული და ეგზოკრინული. ენდოკრინულ უჯრედებს აქვს ენდოკრინული ფუნქცია და წარმოქმნის ჰორმონებს – ინსულინს, გლუკაგონს და სომატოსტატინს. მტევნისებრ (აცინარულ) უჯრედებს აქვს ეგზოკრინული ფუნქცია და  გამოყოფს მომნელებელ ფერმენტებს – ლიპაზა, პროტეაზა, ამილაზა და ა.შ.  პანკრეასის მოცულობის 96-99% წარმოდგენილია ეგზოკრინული უჯრედებით. ყოველდღიურად პანკრეასი წარმოქმის დაახლოებით 1-2 ლიტრ პანკრეასულ სითხეს, რომელიც შეიცავს მომნელებელ ფერმენტებს.

სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებში ასაკის მატებასთან ერთად მომნელებელი ფერმენტების კონცენტრაცია და სეკრეცია მცირდება. პანკრეასის სეკრეტორული უნარის ეს მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლოა აიხსნას იმ ჰისტოლოგიური ცვლილებებით, რაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ასაკის მატებას, მაგ. როგორიცაა პანკრეასის აცინარული ქსოვილის ატროფიასთან დაკავშირებული მკვრივი ფიბროზი.

ზოგიერთი დაავადება, მაგ. ქრონიკული პანკრეატიტი, წარმოადგენს პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის შეუქცევადი დარღვევის  ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს. ქრონიკული პანკრეატიტის დროს გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი თანდართული ფიბროზით იწვევს პანკრეასის აცინარული უჯრედების რღვევას.

პაციენტები ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტით ასევე შეიძლება განიცდიდნენ პანკრეასის ეგზოკრინულ უკმარისობას ამ ორგანოს დარღვეული ენდოკრინული ფუნქციის გამო.

სხვა დაავადებები ან მდგომარეობები, რაც შესაძლოა იწვევდეს პანკრეასის ეგზოკრინულ დისფუნქციას, არის კისტური ფიბროზი, ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა), კრონის დაავადება, ნაწლავების ან პანკრეასის ქირურგიულად ამოკვეთა და. ა.შ.

პანკრეასის  ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევის და მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის სიმპტომები შესაძლოა იყოს ტკივილი, დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის სპაზმები და ცხიმიანი განავლოვანი მასები.

მომნელებელი ფერმენტების დეფიციტი შესაძლოა გახდეს სისხლში მოცირკულირე  მაკრო- და მიკრო- საკვები ნივთიერებების, ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ლიპოპროტეინების დაქვეითებული შემცველობის მიზეზი, რასთანაც ასოცირდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი კვების დარღვევასთან დაკავშირებული გართულებების და კარდიოვასკულური შემთხვევების გაზრდილი რისკის გამო.

პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებულია თამბაქოს  და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა  ა (ქრონიკული პანკრეატიტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით), კვება  მცირე  ულუფებით და,უფრო ხშირად,   კალორიებისა და ცხიმების  ჩვეული დღიური ოდენობის შემცირების გარეშე, და საჭიროების შემთხვევაში, ცხიმში ხსნადი ვიტამინების მიღება..

პანკრეასის მიერ წარმოქმნილი მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის კომპენსირება შესაძლებელია საკვებზე ფერმენტების შემცველი მედიკამენტების დამატებით.

ფარმაცევტული კომპანია ”BERLIN-CHEMIE/MENARINI”-ის წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ

მეზიმ ® ფორტე-ს გერმანულ პანკრეატინს

*ნატურალური პანკრეატინი

*დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში

*მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას ჭამის შემდეგ

მეზიმ®   ფორტე დამზადებულია გერმანიაში

გაიცემა ურეცეპტოდ

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს