„ბედნიერი ვარ, როცა ყველა მაგიდის გარშემო ვიკრიბებით. სასადილო მაგიდა სახლის გულია და ანდაზა - მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, მეტად შეესაბამება სინამდვილეს ოჯახში! მაგრამ საქმე მარტო კუჭზე გამავალ საკვებში კი არა, მის მონელებაშიცაა.“
რომელ საკვებს შეუძლია საჭმლის მონელების პრობლემების გამოწვევა?
ჩვენი მოწონებული საჭმელების უმრავლესობა, სამწუხაროდ, შეიძლება ძნელად მოსანელებელი იყოს (მალდიგესტია - მონელების დარღვევები). ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ხშირი ძნელადმოსანელებელი საკვები რომელსაც საჭმლის მონელების პრობლემებისას თავი უნდა ავარიდოთ:
-
ცხიმიანი კერძები
-
შემწვარი პროდუქტები
-
ცხელი და ცხარე საკვები
-
პარკოსნები
-
ხახვი
-
გაზიანი სასმელები
უკეთ მოსანელებლად ჭამის დროს მეზიმ® ფორტე გამოიყენეთ*
*პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისას
რა არის მეზიმ® ფორტე?
მეზიმ® ფორტე საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობაა, რომელთაც პანკრეატინი ეწოდება. ნორმის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები პანკრეასში გამომუშავდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელებაში.
მეზიმ® ფორტე გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ჩასანაცვლებლად, როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს მათ გამომუშავებას სათანადო რაოდენობით.
პანკრეატინის მნიშვნელოვანი ფერმენტია ლიპაზა, რომელიც შლის ცხიმებს.
როგორ უნდა მივიღოთ მეზიმ ® ფორტე?
მეზიმ® ფორტე დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სიმსუბუქე საკვების მიღების შემდეგ.
მიიღეთ მეზიმ® ფორტე ჭამის დროს.*
*პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობისას.
თუ მეზიმ® ფორტეს ერთ ტაბლეტს იღებთ, დალიეთ ჭამის დაწყებისთანავე. თუ უფრო მეტი ტაბლეტი გჭირდებათ, მიიღეთ თანდათანობით ჭამის დროს ისე, თითქოს პანკრეასი გამოყოფს ფერმენტებს საკვების მიღებისას.
დალიეთ მეზიმ® ფორტეს ტაბლეტები ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
არასოდეს დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტი, ყოველთვის მთლიანი გადაყლაპეთ. პანკრეასის ფერმენტებმა შეიძლება პირის ლორწოვანი გააღიზიანოს.
მეზიმ® ფორტეს შემადგენელი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობა, პანკრეატინი, სრულიად ნატურალურია. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი მკურნალობისთვის.*
ეს არის ძუძუმწოვრების პანკრეასიდან მიღებული ფხვნილი
*დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად .
პანკრეატინის დოზა ინდივიდუალურია და შერჩევა ხდება პანკრეასის უკმარისობის სიმძიმით მიხედვით.
ზოგადი რეკომენდაციაა 20 000 – 40 000 ერთეული ცხიმის მომნელებელი ფერმენტი ლიპაზას მიღება ძირითადი კვების დროს.
მეზიმ® ფორტეს გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.
იხილეთ ინსტრუქციები საქართველოში არსებული ყველა პროდუქტისთვის
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლის დროსაც პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ნივთიერებებია, რომლებიც შლის საკვებს მცირე ზომის ნაწილაკებად და საშუალებას აძლევს ორგანიზმს, მიიღოს ყველა აუცილებელი ნივთიერება.
პანკრეატინი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობაა, რომელსაც პანკრეასი გამოიმუშავებს.
ლიპაზა საჭმლის მომნელებელი ფერმენტია, რომელიც შლის ცხიმებს.