Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

საჭმლის მონელების პრობლემები და პანკრეასი 

საკვები ორგანიზმის ნამდვილი „საწვავია“ - იგი სხეულს აწვდის ენერგიას და ყველა მნიშვნელოვან ნივთიერებას, მაგრამ  საკვებს მარტო ამიტომ კი არ უნდა ვიღებდეთ, ის სიამოვნებასაც უნდა გვანიჭებდეს! ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან სუფრასთან ჯდომა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ამისათვის კი საჭიროა საკვები კარგად შეგერგოს, რაც  საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სათანადო რაოდენობას საჭიროებს.  

 

 

ქერა ქალი დახუჭული თვალებით
ქერა ქალი დახუჭული თვალებით
პანკრეასისა და ფერმენტების გამოსახულება

რატომაა პანკრეასი ასე მნიშვნელოვანი, როცა საქმე კარგ კვებას ეხება?

ფერმენტები პანკრეასში გამომუშავდება. ძველად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პანკრეასი თავისი ელასტიური კონსისტენციით წარმოადგენდა კუჭის დამცავ ამორტიზატორს. სინამდვილეში, ის ბევრად მეტია. პანკრეასში გამომუშავებული ფერმენტების წყალობით ჩვენს ორგანიზმში საკვები მცირე ნაწილაკებად იშლება, რომლებიც შემდეგ ნაწლავებიდან სისხლში ხვდება და გადადის ქსოვილებსა და ორგანოებში.  

თუ თქვენს პანკრეასს რამე პრობლემა აქვს, ის ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ფერმენტებს, საკვები ბოლომდე ვერ იშლება და ჩნდება საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემა. თქვენი პრობლემების ექიმთან განხილვისას მან შეიძლება გამოიყენოს გამოთქმა „პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა“, რაც სამედიცინო ტერმინია და  პანკრეასის ფერმენტების ნაკლებობასგულისხმობს.   

კუჭისა და პანკრეასის გამოსახულება

1. ჯანმრთელი პანკრეასი 
პანკრეასში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები შლის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს მცირე ნაწილაკებად 

2. საჭმლის მონელების პრობლემების მქონე პაციენტები 
თუ პანკრეასში რამე დარღვევებია, ვითარდება ფერმენტების ნაკლებობა და ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ბოლომდე ვეღარ იშლება.

3. პაციენტები, რომლებიც მეზიმ® ფორტეს იღებენ 
მეზიმ ® ფორტე ჩაანაცვლებს ფერმენტებს და ორგანიზმს ეხმარება საკვების მონელებაში

ვის შეიძლება აწუხებდეს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა?

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს პანკრეასში მომნელებელი ფერმენტების პროდუქციის შემცირება. იგი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პანკრეასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების დარღვევის  განვითარების რისკი.  

ახალგაზრდა გოგონა ვარდისფერი პერანგით
ახალგაზრდა გოგონა ვარდისფერი პერანგით
ქალი სამზარეულოს წინსაფრით
ქალი სამზარეულოს წინსაფრით
მოხუცის პორტრეტი
მოხუცის პორტრეტი
დაფიქრებული ქალი ნიკაპზე ხელით
დაფიქრებული ქალი ნიკაპზე ხელით

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის სიმპტომები

მსუბუქ სიმპტომებს: დისკომფორტი ან სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში ძნელად მოსანელებელი, ცხიმიანი, ცხარე ან უჩვეულო საკვების მიღების შემდეგ* 

 

საშუალო სიმძიმის სიმპტომებს: დისპეფსიური სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მეტეორიზმი ან დიარეა* 

 

მძიმე სიმპტომებს: მუცლის ქრონიკული ტკივილი, კუჭის აშლა და სტეატორეა (მოუნელებელი ცხიმი განავალში), წონაში კლება, ოსტეოპოროზი და ა.შ.* 

 

*პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმს შეუძლია. 

 

 

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა და მისი მიზეზები

გიფიქრიათ, რომ საჭმლის მონელების პრობლემები შესაძლოა პანკრეასთან იყოს დაკავშირებული? სამედიცინო მდგომარეობას, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ფერმენტებს, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ჰქვია. 

 

ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი გარემოება ან სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც პანკრეასი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს:  

ქვიშის საათი
ქვიშის საათი

ასაკი

ასაკის მატებასთან ერთად პანკრეასის მიერ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების პროდუქცია მცირდება. რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო მაღალია პანკრეასის ფუნქციასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების დარღვევის განვითარების რისკი.  

ლუდის კათხა და საფერფლე
ლუდის კათხა და საფერფლე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თამბაქოს მოწევა

ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ეწევიან, ხშირად უვითარდებათ ქრონიკულ პანკრეატიტთან დაკავშირებული პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა.  

შპრიცი
შპრიცი

შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტით დაავადებულებს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობაც აწუხებთ , რადგან ორივე პრობლემა პანკრეასთანაა დაკავშირებული.  

საავადმყოფოს აღნიშვნა - H
საავადმყოფოს აღნიშვნა - H

ოპერაციის ან დაზიანების შემდეგ

თუ ამოიღეს პანკრეასის ნაწილი (სიმსივნის, ტრავმის და ა.შ. გამო) მისი ფუნქცია, როგორც წესი, ქვეითდება.

გენის სიმბოლო
გენის სიმბოლო

გენეტიკური დაავადებები

მაგ. ბავშვებში პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზია მუკოვისციდოზი

ნიშანი - მოწევა აკრძალულია
ნიშანი - მოწევა აკრძალულია
ნიშანი - ალკოჰოლის მიღება აკძალულია
ნიშანი - ალკოჰოლის მიღება აკძალულია

როგორ ვიცხოვროთ პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობით?

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მკურნალობა მოიცავს REPT მედიკამენტებს (პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლებითი მკურნალობა), ნორმალური შეუზღუდავი ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესის ზოგიერთი ცვლილება. მხოლოდ ამ ფაქტორების კომბინაცია ხსნის სიმპტომებს და საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ საკვებით და იცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით

 

მიაქციეთ ყურადღება, რას მიირთმევთ და როგორ გრძნობთ თავს. ამის შემდეგ რაციონიდან ამოიღეთ ის პროდუქტები, რომლებიც აურესებს სიმპტომებს.  

 

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მქონე პაციენტებში აღარ არის რეკომენდებული მკაცრი, ნაკლებცხიმიანი დიეტა. უნდა მოერიდოთ ბოჭკოთი  მდიდარი საკვების მიღებას. ბოჭკო ძნელად მოსანელებელია და თრგუნავს პანკრეასულ ლიპაზას (ცხიმის დამშლელ საჭმლის მომნელებელ ფერმენტს) 

 

მაღალენერგეტიკული საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე პორციებით 

 

გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ საკვები შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას და თავიდან აიცილოთ პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის ისეთი გართულებები, როგორიცაა მალნუტრიცია, ავიტამინოზი ან ოსტეოპოროზი

 

მიიღეთ პანკრეასის ფერმენტების ჩამნაცვლებელი საშუალებები ყოველი ჭამის დროს. სანამ პანკრეატინის გამოყენებას დაიწყებთ (საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკრები), ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. 

 

შეწყვიტეთ მოწევა. არ მიიღოთ ალკოჰოლი.  

 

 

პროდუქტ მეზიმ ® ფორტეს სურათი

მიიღეთ მეზიმ® ფორტე ჭამის დროსპანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლების მიზნით, 

მეზიმ® ფორტე დაგიბრუნებთ სიმსუბუქეს ჭამის შემდეგ. 

ცხოვრების წესიც უნდა შევცვალოთ, რაც ძირითადად  გულისხმობს კარგად დაბალანსებულ კვებას, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს საკვებ ნივთიერებებზე (მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდივიდუალური ამტანობა) და ალკოჰოლისა და თამბაქოსგან თავის შეკავებას. 

 

მუკოვისციდოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს, თუმცა ასევე ზიანდება პანკრეასი, ღვიძლი, თირკმელები და ნაწლავები. 

 

REPT (პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლებითი მკურნალობა), მედიკამენტებია, რომლებიც გამოიყენება პანკრეასის ფერმენტების ჩასანაცვლებლად პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს.