ინდაურის მსუბუქი ბურგერები
შემადგენლობა:
-
500 გ ინდაურის ხორცის ფარში
-
1 კბილი ნიორი
-
1 ლიმონის წვენი
-
3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი
-
ოხრახუშის ან სხვა მწვანილის (თქვენი გემოვნებით) პატარა კონა
-
3 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი
-
1 ხახვი
-
1 სალათის ფურცელი
-
4 პატარა ფუნთუშა
-
2 პომიდორი
-
მარილი, წიწაკა
მომზადების წესი
-
ერთმანეთს შეურიეთ იოგურტი, ნიორი, ლიმონის წვენი, პარმეზანის და მწვანილის ორი მესამედი.
-
ამ საკმაზის ნახევარი მოათავსეთ პატარა ჭურჭელში
-
მეორე ნახევარი შეურიეთ ფარშს და ხახვს, დაამატეთ მარილი, წიწაკა.
-
დაამზადეთ 4 ბურგერი და 10-20 წთ-ით მოათავსეთ გრილზე.
-
სანამ ბურგერები მზადდება, შეურიეთ სალათის ფურცელი დარჩენილ საკმაზს და წაუსვით ფუნთუშებს.
-
მოათავსეთ ბურგერები ფუნთუშებში, დაუმატეთ ცოტა სალათი და დაჭრილი პომიდორი
-
ბურგერები მიირთვით ნებისმიერ სალათთან ერთად, ზემოდან მოაყარეთ პარმეზანი