დაჭრილი კარტოფილი როზმარინით
შემადგენლობა :
-
4 დიდი ან 8 პატარა კარტოფილი
-
მცენარეული ზეთი
-
ცოცხალი როზმარინის ფოთლები
-
2 კბილი ძალიან თხლად დაჭრილი ნიორი
-
მარილი
Preparation:
-
დაჭერით კარტოფილი 1 სმ ზომის ნაჭრებად
-
ჩაყარეთ მარილიან ცივ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ 3 წთ. შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ.
-
კარტოფილის თითოეულ ნაჭერს წაუსვით ზეთი და შეწვით გრილზე ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე. შემდეგ დააწყვეთ თეფშზე და მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნიორი და დაკეპილი როზმარინი. მოასხით ცოტა ზეთი, მოაყარეთ მარილი და მიირთვით ხორცთან ან სალათთან ერთად.