ქათმის მწვადი დარიჩინით ტორტილიაში
შემადგენლობა:
- ქათმის მკერდის 2 ნაჭერი
-
1 ლიმონი
-
1 ჩაის კოვზი გამხმარი ან ცოცხალი ორეგანო
-
1 კბილი ნიორი
-
მწიკვი დარიჩინი
-
1 სუფრის კოვზი ზეთი
-
3 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი
-
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
-
¼ წითელი წიწაკა
-
1 პატარა სალათი
-
4 ტორტილია
-
მარილი
როგორ მოვამზადოთ?
-
ხორცი მოათავსეთ ჭურჭელში. მოაყარეთ ლიმონის ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი.
-
დაუმატეთ მარილი, ნიორი, დარიჩინი და ზეთი. კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ სულ ცოტა ერთი საათი.
-
გააცხელეთ გრილი.
-
ხორცი შეწვით რამოდენიმე წუთით ორივე მხრიდან
-
შეურიეთ იოგურტი და მაიონეზი
-
ერთი წუთის განმავლობაში გააცხელეთ ტორტილიები გრილზე, შემდეგ მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით ½ სუფრის კოვზი იოგურტის და მაიონეზის ნარევი.
-
ტორტილიებზე დააწყვეთ ხორცი, წაუსვით იოგურტი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და სალათი.
-
დაახვიეთ ტორტილიები და მიირთვით