მეზიმ® ფორტე ხელმისაწვდომია სამი გალენური ფორმით - აპკით დაფარული ტაბლეტები, ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები და ჟელატინის კაფსულები, რომელიც შეიცავს ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარულ მინიტაბლეტებს უკეთესი ეფექტის მისაღწევად.
მცირე ზომის და გლუვი ზედაპირის წყალობით, ორივე ფორმა - აპკით დაფარული და ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები ადვილი გადასაყლაპია. არასდროს დაღეჭოთ ან გატეხოთ პანკრეატინის ტაბლეტები.
ტერმინი „ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული“ ნიშნავს, რომ ტაბლეტი დაფარულია მჟავაგამძლე აპკით, რომელიც არ იხსნება კუჭში. ამიტომ, პანკრეასის ფერმენტები უცვლელად ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც აქტიურდება.
კაფსულაში მოთავსებულია მჟავაგამძლე მინიტაბლეტები, რომლებიც საკვებს თანაბრად ერევა. ასეთი ფორმით ფერმენტების ეფექტიანობა უფრო მაღალია. ამის გამო, ექიმები უპირატესობას მინი-ტაბლეტებს ანიჭებენ.
აპკით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 3 500
ამილაზა** 4 200
პროტეაზა** 250
შეფუთვა:
20 ტაბლეტი
ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 10 000
ამილაზა* 7 500
პროტეაზა* 375
შეფუთვა:
20 ტაბლეტი
ჟელატინის კაფსულები
აქტიური ნივთიერება:
ლიპაზა* 25 000
ამილაზა** 22 500
პროტეაზა*** 1 250
შეფუთვა:
20 კაფსულა
*საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცხიმებს
**საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ნახშირწყლებს
*** საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც შლის ცილებს
როგორ მოქმედებს მეზიმ® ფორტე ?
მეზიმ® ფორტეს შემადგენელი აქტიური ნივთიერება - პანკრეატინი, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობას, რომლის საშუალებითაც იშლება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მცირე ნაწილაკებად. ამის შედეგად ორგანიზმი იღებს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.
საკვებში შემავალი ნივთიერებების უმეტესობა იყოფა სამ მთავარ ჯგუფად: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
სტეატორეა - ნაწლავში ცხიმის შეწოვის შემცირების გამო ცხიმიანი განავალი.