Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

თეთრი თევზის ფილე კუსკუსით

თეთრი თევზის ფილე კუსკუსით
თეთრი თევზის ფილე კუსკუსით
თეფშების გამოსახულება

2 ულუფა

წამზომი

30 წუთი

სპიდომეტრი

მარტივი

შემადგენლობა:

  • 2 ცალი თეთრი თევზის ფილე (ნებისმიერი) 

  • 1 ლიმონი 

  • ოხრახუში 1 პატარა კონა 

  • 200 გ ჩერის პომიდორი 

  • 100 გ კუსკუსი 

  • 2 სუფრის კოვზი ძმარი ( ბალზამიკო ) 

  • 2 სუფრის კოვზი ზეთი 

  • ½ კიტრი 

  • 2 სუფრის კოვზი შავი ან მწვანე უკურკო ზეთისხილი  

  • მარილი, წიწაკა 

როგორ მოვამზადოთ?

  1. ფილეს ნაჭრები დააწყვეთ ფოლგაზე, დააყარეთ მარილი, წიწაკა, დაასხით ნახევარი ლიმნის წვენი და ოხრახუშის ნახევარი. 

  2. პომიდორი 4-ად გაჭერით და დააწყვეთ თევზის გარშემო. დააფარეთ ფოლგა, შემოუკარით გვერდები, მოამზადეთ 15-18 წუთის განმავლობაში. 

  3. სანამ თევზი მზადდება, 100 მლ ადუღებულ წყალში გახსენით კუსკუსი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 5 წთ. 

  4. დაჭერით დარჩენილი პომიდორი, შეურიეთ კუბიკებად დაჭრილ კიტრს, ოხრახუშს, ლიმონის წვენს და ზეთისხილს. დაამატეთ ძმარი და ზეთი, მარილი, წიწაკა და მიირთვით თევზთან ერთად.