მეტი ინფორმაცია მეზიმ® ფორტეს შესახებ
მეზიმ® ფორტე ურეცეპტო სტატუსის მქონე მედიკამენტია, რომელიც წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ერთობლიობას, სახელწოდებით პანკრეატინი. ეს ფერმენტები ნორმაში პანკრეასში გამომუშავდება და უმნიშვნელოვანესია ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელებისთვის.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ნივთიერებებია, რომელთაც ორგანიზმი გამოიმუშავებს საკვების მოსანელებლად.
მეზიმი არის ურეცეპტო სტატუსის მედიკამენტი, რომელიც ჩაანაცვლებს პანკრეასის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.
ა. მეზიმ® ფორტე შეგიძლიათ მიიღოთ პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის სამკურნალოდ, რასაც ახლავს მალდიგესტია (მონელების დარღვევა).
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის შემთხვევაში მეზიმი უნდა მიიღოთ ჭამის დროს.
მეზიმ® ფორტეს დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი საჭმლის მონელების პრობლემის სიმძიმეზე.
მეზიმ® ფორტე შეუძლია მიიღოს ყველა ასაკის ადამიანმა. ბავშვებში მეზიმ ®ფორტეს გამოყენება დასაშვებია ექიმის მეთვალყურეობით.
მეზიმ® ფორტეს მიღებამდე ყოველთვის წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.
მეზიმ® ფორტე მიღება ხანგრძლივად შეიძლება, მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. იგი შეესაბამება დაავადების მიმდინარეობას და განისაზღვრება ექიმის მიერ.
დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის ეფექტი შეიძლება შემცირდეს მეზიმ® ფორტეს აქტიურ ნივთიერებასთან, პანკრეატინთან ერთად მიღებისას.
მეზიმ® ფორტეს მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ უკუჩვენება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მეზიმ® ფორტე შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქებში შეიძინოთ.
საჭმლის მონელების პრობლემები, გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
მარტივად რომ ვთქვათ, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა ნიშნავს პანკრეასის ფერმენტების ნაკლებობას.
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პანკრეასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების პრობლემების განვითარების რისკი. 19 არსებობს ზოგიერთი სიტუაცია და სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის განვითარების მაღალ რისკთან.
არსებობს ზოგიერთი სიტუაცია და სამედიცინო მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის განვითარების მაღალ რისკთან. მაგ. რაც უფრო ასაკოვანი ხართ, უფრო მაღალია პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის განვითარების რისკი.
ჯანსაღი ბალანსირებული დიეტა, თამბაქოს და ალკოჰოლის შეწყვეტასთან ერთად, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის პრევენციის საშუალებაა.
კვების რეკომენდაცია საჭმლის მონელების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის
თქვენს დიეტასთან დაკავშირებით არ არსებობს მკაცრი წესები, უნდა ჭამოთ ჯანსაღი, კარგად ბალანსირებული დიეტა, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო საკვებ პროდუქტს.
კუჭის არეში სიმძიმე შეიძლება დაკავშირებული იყოს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობასთან.
მეზიმ® ფორტეს მიწოდება და შენახვა
არა, მეზიმ® ფორტეს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.