რა არის საჭმლის მონელების პროცესი?

საჭმლის მონელების პროცესი მოიცავს მიღებული საკვების-ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების – მექანიკურ და ქიმიურ დაშლას. დაღეჭვის შემდეგ საკვები პირიდან საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც, კუჭის წვენის გავლენით, გრძელდება მონელების პროცესი. კუჭიდან, საკვები ნაწილ-ნაწილ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში. პანკრეასის მიერ წარმოებული მომნელებელი ფერმენტები – ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა – ანაწევრებენ ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ცილებს მათ შემადგენელ ერთუჯრედიან კომპონენტებამდე ,როგორიცაა: მონოგლიცერიდები, მონოსაქარიდები და თავისუფალი ამინომჟავები და ა. შ. ამ ნივთიერებების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში. შეწოვის შემდეგ ისინი გამოიყენება ახალი უჯრედების საშენ მასალად დაზიანებული უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების და სისტემების აღსადგენად, და წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის ენერგიის ფუნდამენტურ წყაროს .

საჭმლის უკეთესი მონელებისთვის
პანკრიასი

რა ფუნქციები აქვს პანკრეასს?

პანკრეასი მდებარეობს მუცლის უკანა კედლის გასწვრივ, არის ოვალური ფორმის, 12-15  სმ სიგრძის ორგანო. პანკრეასი შედგება ორი ტიპის უჯრედებისგან – ე.წ. „ლანგერჰანსის კუნძულებში“ თავმოყრილი ენდოკრინული უჯრედებისგან და მტევნისებრი შენების ეგზოკრინული უჯრედებისგან და აქვს ორი ფუნქცია – ენდოკრინული და ეგზოკრინული. ენდოკრინულ უჯრედებს აქვს ენდოკრინული ფუნქცია და წარმოქმნის ჰორმონებს – ინსულინს, გლუკაგონს და სომატოსტატინს. მტევნისებრ (აცინარულ) უჯრედებს აქვს ეგზოკრინული ფუნქცია და  გამოყოფს მომნელებელ ფერმენტებს – ლიპაზა, პროტეაზა, ამილაზა და ა.შ.  პანკრეასის მოცულობის 96-99% წარმოდგენილია ეგზოკრინული უჯრედებით. ყოველდღიურად პანკრეასი წარმოქმის დაახლოებით 1-2 ლიტრ პანკრეასულ სითხეს, რომელიც შეიცავს მომნელებელ ფერმენტებს.

როგორ შეიძლება საჭმლის მონელების გაუმჯობესება?

პანკრეასის მიერ წარმოქმნილი მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის კომპენსირება შესაძლებელია საკვებზე ფერმენტების შემცველი მედიკამენტების დამატებით.

ფარმაცევტული კომპანია ”BERLIN-CHEMIE/MENARINI”-ის წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ

მეზიმ ® ფორტე-ს გერმანულ პანკრეატინს

დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში და მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს